logo_geo
eng_logo
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა გაიმართება
- +

25 მაისი. 2016. 18:38



საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარის მოთხოვნით, ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრა 27 მაისს გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების" მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს. 



აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 



ამასთან, 24 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა რუს კოლეგას გრიგორი კარასინს ტელეფონით დაუკავშირდა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი განიხილა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner