logo_geo
eng_logo
სოციალურად დაუცველები 50 ლარიან დახმარებას სხვადასხვა ფორმით მიიღებენ
- +

15 მარტი. 2019. 00:54

 

სოციალურად დაუცველი ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა ფორმით მიიღებენ. 50 ლარიდან 30 სპეციალურ, ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება, რომლის გამოყენებაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება.

 

სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით მიიღო. ბავშვის 50-ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

 

ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებგვერდ www.ssa.gov.ge-ზეა ხელმისაწვდომი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner