სააგენტო Sputnik-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მიზნად 2015/2016 წლების სეზონში საუკეთესო ქართველი ლეგიონერის გამოვლენას ემსახურებოდა. გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნული სტატუსი მოსკოვის „სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს დაუჭირა. მას ხმათა 22,4% ერგო. მეორე ადგილი გიორგი ჭანტურიას (15,8%) ხვდა წილად, მესამე კი ჯაბა კანკავას (14,5%).
გამოკითხვის შედეგები მოსკოვის „სპარტაკის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც გამოაქვეყნა, რომელსაც ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი ვასილი უტკინი გამოეხმაურა.
„ქართულ ფეხბურთს რთული დრო დაუდგა..." - წერს უტკინი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.