ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.
პროექტები, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა.
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ბიძინა ივანიშვილმა 2014 წელს დააფუძნა.