logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ჩაჩიბაია: შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია მტრის წისქვილზე ასხამს წყალს
- +

15 მარტი. 2019. 12:36

 

 

„მტრის წისქვილზე ასხამს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ჩაჩიბაია იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ჯარში სისტემური პრობლემებია.

 

„მტრის წისქვილზე ასხამს წყალს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია. სამწუხაროა ის, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ბევრი ადამიანი ხდება საქართველოს მტრების ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი. ეს არის სამწუხარო ფაქტი, როდესაც საქართველოს ძალები აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო მისიებში და თავისი მაღალი დისციპლინით გააქვთ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ. დისციპლინის საკითხი არ არსებობს არსად უნივერსალური. ყველგან არის გამოწვევა და ამ გამოწვევებს სჭირდება მყისიერი რეაგირება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ყოველთვის“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner