logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა: უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში დანაშაულია
- +

15 მარტი. 2019. 12:54

 

 

„ვიზა-ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან ევროკავშირში უკანონო მიგრანტთა რაოდენობა არის გაზრდილი“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელზეც საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავდნენ.   ინიციატივის მიხედვით, ფინანსური სარგებლის მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება.

 

ხულორდავა ასევე აღნიშნავს, რომ უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა დანაშაულია ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.

 

„თუ ადამიანი ფინანსურ სარგებელს იღებს იმით, რომ ვიღაცას უკანონოდ დარჩენაში ეხმარება, ამ შემთხვევაში ის ექცევა გარკვეული სანქციების ქვეშ. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის სადამსჯელო სანქცია. ეს არის კანონით აკრძალული ქმედება, რომელიც არავინ არ უნდა ჩაიდინოს და ამ შემთხვევაში არც სანქციის გამოყენება გახდება აუცილებელი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

ხულორდავა ასევე აღნიშნავს, რომ  კანონპროექტით პრობლემა არ შეექმნება არავის, ვინც კანონის ფარგლებში საქმიანობს.

 

„მე მოვისმინე გარკვეული წუხილი, თუმცა, თუ ტურისტული კომპანია საქმიანობს კეთილსინდისიერად, მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნავს თამარ ხულორდავა.

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ფინანსური სარგებლის მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება.

 

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები - თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner