logo_geo
eng_logo
ირაკლი თოიძე: კვარაცხელიას ცხედარი გაკვეთილი იყო, პირველადი ექსპერტიზა ალბათ, სოხუმში ჩაუტარდა
- +

15 მარტი. 2019. 13:42

 

 

„ირაკლი კვარაცხელიას კისრის არეში აღენიშნებოდა სტრანგულაციური ღარი. ეს დამახასიათებელია თოკის, რაიმე მავთულის ან სხვა მსგავსი საგნისთვის, რომელიც კვალს ტოვებს სტრანგულაციური ღარის სახით კისრის მიდამოებზე“, - ამის შესახებ ექსპერტმა ირაკლი თოიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

თოიძის თქმით, კვარაცხელიას ცხედარს, რომლიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს, ექსპერტიზა უკვე ჩატარებული ჰქონდა. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ დაზიანებები, რაც კვარაცხელიას სხეულზე აღენიშნებოდა, თვითმკვლელობის შედეგადაა მიყენებული თუ მკვლელობის, ამას საგამოძიებო ორგანოებმა უნდა უპასუხონ.

 

„ამაზე წინასწარ, ვარაუდის დონეზე დასკვნებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ექსპერტიზა მხოლოდ დაზიანებებს აღწერს. მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა საბოლოო ლაბორატორიულ დასკვნებს მიიღებს, საერთო ანალიზით შესაბამის შედეგს/დასკვნას დადებენ. მისი თქმით, საბოლოო დასკვნის გაკეთებას კი ექსპერტიზა ერთი თვის ვადაში შეძლებს“, - აღნიშნავს ირაკლი თოიძე.

 

ექსპერტის განმარტებით, გარდაცვლილის სხეულზე ელექტროშოკის კვალი არ შეუმჩნევია.

 

„რაც შეეხება დაზიანებებს, გვამი ჩვენთან როცა შემოვიდა, გაკვეთილი იყო. პირველადი ექსპერტიზა ალბათ, სოხუმში იყო ჩატარებული, საიდანაც გადმოასვენეს. ჩვენთან ექსპერტიზა ხელმეორედ ჩაუტარდა. დაზიანებებს რაც შეეხება, სხვა, მცირე ზომის დაზიანება კისრის არეში მარცხნივ სისხლნაჟღენთის სახით, ასევე მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, შუბლთან - რა სახის დაზიანებებია მათი გარკვევა და წარმოშობის მიზეზი ცოტა საეჭვო იყო, იმიტომ, რომ გვამი უკვე ლპობაში იყო. ამიტომ, ამ მიდამოებიდან გვამური მასალა იქნა აღებული და გადაიგზავნა ლაბორატორიაში. ისინი მოგვცემენ პასუხს ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ არის განვითარებული“, - განაცხადა ირაკლი თოიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner