„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია არ გადმოუკვეთავთ, განგაშის საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
„ნამდვილად არ არსებობს განგაშის საფუძველი და პირველ რიგში ეს არის აუცილებლად სათქმელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის უაღრესად საფრთხილო, ძალიან საპასუხისმგებლო საკითხი. ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაცია აბსოლუტურად დაუშვებელი.
ამიტომ, ერთი რისი თქმაც ნამდვილად შეგვიძლია არის ის, რომ ინფორმაცია , რომელიც ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების - ეს ინფორმაცია არ დასტურდება ჩვენი ოფიციალური სტრუქტურების მიერ და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით.
ასე რომ, განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, სრულიად კონტროლს ექვემდებარება სიტუაცია. სამართალდამცავები არიან ადგილზე და საგანგაშო არაფერი ნამდვილად არ ხდება. ჩვენმა მოქალაქეებმა პირველ რიგში ეს უნდა იცოდნენ“, - აცხადებს თამარ ხულორდავა.