logo_geo
eng_logo
ხურვალეთის მცხოვრებლების განცხადებით, სოფელში შეიარაღებული პირები არ გადასულან
- +

15 მარტი. 2019. 17:35

 

„ამ წუთებში ხურვალეთში, სოფლის ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილია შეკრებილი“, - ამის შესახებ ხურვალეთიდან „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, რომელმაც დაახლოებით ერთი საათის წინ სოფელში შესვლა შეძლო.

 

ადგილობრივების განცხადებით, სოფელში სრული სიმშვიდეა, ოკუპირებული ტერიტორიიდან შეირაღებული პირების გადმოსვლას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეირაღებული ფორმიანები ხურვალეთელების ეზოებსა და ბაღებში იმყოფებიან, სრული სიცრუეა.

 

შეკრებილები აცხადებენ, რომ აღნიშნული პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელება გარკვეული პირების ინტერესებში შედის, ამიტომ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ იმ პირების მიმართ, რომლებიც პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუეს ტირაჟირებენ.

 

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთამდე მისასვლელი გზა ამ დრომდე გადაკეტილი იყო. მედიის წარმომადგენლებს იქ შესვლის საშუალება მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ მისცეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner