logo_geo
eng_logo
შს სამინისტრო ხურვალეთში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს
- +

15 მარტი. 2019. 17:41

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ვიდეოკადრები იმ ადგილზეა გადაღებული, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროები იმყოფებიან.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხურვალეთში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებული რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. მათ ოკუპანტები რამდენიმე საათის წინ სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე  დაინახეს, სადაც ცოტა ხნის წინ სამეთვალყურეო კოშკურა დამონტაჟდა.

 

25 მარტს საქართველოში NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოდის. მანამდე რუსეთის ოფიციალური პირებისგან მუქარის შემცველი განცხადებები გავრცელდა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს უსიამოვნო მოულოდნელობები ელის. NATO-საქართველოს თანამშრომლობას მუქარა მოჰყვა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსგანაც, რომელმაც საპასუხო ნაბიჯების გადადგმის პირობა დადო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner