logo_geo
eng_logo
სუს-ის წარმომადგენელი: ხურვალეთთან ინციდენტი არ დაფიქსირებულა, ისევე, როგორც არ დაფიქსირებულა ბორდერიზაციის ახალი კერები
- +

15 მარტი. 2019. 19:02

 

 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან რაიმე ტიპის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

როგორც სოფელ ხურვალეთში ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით ადილზე იმყოფებიან ევროკავშირის წარმომადგენლები. კითხვაზე, უშუალოდ გადმოვიდნენ თუ არა რუსი ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ირაკლი ანთაძე პასუხობს, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებას ჰქვია ინციდენტი და ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

„ადგილზე სიმშვიდეა, ინციდენტი არ დაფიქსირებულა, ისევე, როგორც არ დაფიქსირებულა ბორდერიზაციის ახალი კერები. ადგილზეა ევროკაშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი კომუნიკაციის და კონსულტაციის რეჟიმში მომავალში შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. ვმუშაობთ, რათა ჩაინიშნოს ტექნიკური შეხვედრა, რომელიც მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს. მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. მინდა ყველას მოვუწოდო, თავის შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა კიდევ ერთხელ გამოიწვიოს გარკვეული დაძაბულობა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს საშიშროება შეუქმნას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner