logo_geo
eng_logo
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა ახალწვეულებს საპატიმრო დაწესებულებებში აღარ მოუწევთ
- +

15 მარტი. 2019. 19:08

 

პენიტენციურ სისტემაში ახალწვეულთა ინსტიტუტი სრულად გაუქმდება. აღნიშნულს პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წესების რეფორმა გულისხმობს.

 

რეფორმის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში ახალწვეულთა ინსტიტუტი საერთოდ გაუქმების პარალელურად, სისტემა ეტაპობრივად გადავა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე.

 

შედეგად, ყველა ახალ დაწესებულებაში, რომელიც ლაითურში, რუსთავში, ქსანში უნდა გაიხსნას და მშენებლობები მიმდინარეობს ან სამუშაოების დაგეგმვის პროცესშია, უკვე ახალი სისტემა იქნება და გარე პერიმეტრს დაიცავენ არა ახალწვეულები, არამედ კონტრაქტით დასაქმებული პირები. რაც შეეხება 15 მოქმედ დაწესებულებას, იქ ძველი, მოქმედი სისტემა ახლით ეტაპობრივად შეიცვლება.

 

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რეფორმის შედეგად, მოიხსნება ის დისკომფორტი, რაც ახალწვულებს ამ სისტემაში სამსახურის გავლის დროს აქვთ. მისივე თქმით, მეტი აქცენტი გაკეთდება, რომ ახალწვეულებმა იმსახურონ იმ უწყებებში, რომლებიც უფრო მეტად მოემსახურება თავდაცვის, სამხედრო და უსაფრთხოების მიზნებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner