logo_geo
eng_logo
დავით უთმელიძე: გენგეგმა, დღეის მდგომარეობით, თბილისისთვის იდეალური დოკუმენტია
- +

15 მარტი. 2019. 19:55

 

 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან და მიმდინარე რესტავრაციების ხარისხთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა. მან ოპონენტებს მოუწოდა, გადახედონ რა ხარისხით მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია-რესტავრაციები წინა ხელისუფლების დროს და რა ხარისხით მიმდინარეობას ახლა.

 

„შეგიძლიათ აღმაშენებლის გამზირი ნახოთ, როგორი ხარისხით გააკეთეთ. შეგიძლიათ ჩვენი გაკეთებული ახალი აღმაშენებელი იხილოთ, ასევე ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნები. ხარისხში როგორი განსხვავებაცაა, ამას კარგად ხედავს საზოგადოება“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.

 

მან აღნიშნა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, დღეის მდგომარეობით, თბილისისთვის იდეალური დოკუმენტია.

 

„სწორედ აქედან დაიწყება ჩვენი მომავალი თაობების და ჩვენი ქალაქის კეთილდღეობა. მოსახლეობა ამას ელოდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სამი წლის განმავლობაში დაუღალავად იშრომა ამ სასიკეთო საქმისთვის. ასევე, მინდა წინასწარ მოვულოცო ჩემს კოლეგებს, ჩვენს თანამოქალაქეებს ქალაქისთვის ასეთი მნიშვნელოვანი  დოკუმენტის მიღება“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner