თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შეაფასა. მისი თქმით, გეგმა ქალაქის სწორ, გრძელვადიან და სისტემურ განვითარებას უზრუნველყოფს, რაშიც მოსახლეობა უახლოეს მომავალში დარწმუნდება. ტყემალაძის განცხადებით, დოკუმენტი დედაქალაქის ინტერესებზეა მორგებული.
„დავამტკიცეთ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის სწორ, გრძელვადიან და სისტემურ განვითარებას უზრუნველყოფს. დღეს საკრებულომ კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ სამშენებლო წესებში ცვლილებები შევიტანეთ, რომლითაც K2 კოეფიციენტის გაზრდაზე უარი ვთქვით. მინდა მივულოცო თითოეულ თბილისელს, რადგან ეს ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ მიღებული გადაწყვეტილებებია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.