logo_geo
eng_logo
ლევან ჟორჟოლიანი: გენგეგმა ერთგვარი კონსტიტუციაა, რომლის ქოლგის ქვეშაც უნდა ხორციელდებოდეს ქალაქის განვითარება
- +

15 მარტი. 2019. 21:41

 

 

თბილისის  საკრებულოს სხდომაზე, სადაც  თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ მსჯელობენ, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გენგეგმა სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტია.

 

„ჩვენ გვაქვს სწორი დამოკიდებულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს  ქალაქი. მიუხედავად ამისა, ჩვენ  გვაკლდა ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს იყო  გენერალური გეგმა,  ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რომლის ქოლგის ქვეშაც უნდა ხორციელდებოდეს ქალაქის განვითარება“, - განაცხადა ლევან  ჟორჟოლიანმა.

 

ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია ასევე განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს გენერალური გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხორციელებას.

 

„ეს ცვლილებები აუცილებელია, რომ ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ქაოტური  განაშენიანება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, K2 კოეფიციენტის გადამეტება აიკრძალა. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებზე, დაუმთავრებელ  და  ავარიულ შენობებზე“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner