logo_geo
eng_logo
სამებაში, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
- +

15 მარტი. 2019. 23:18

 

 

აფხაზეთში 1990-იანი წლების საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

 

უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა. იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა.

 

სამოქალაქო პანაშვიდს მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრნენ. გარდაცვლილებს პატივი საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიაგეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner