logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: სპარსეთის ყურესთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის
- +

16 მარტი. 2019. 01:16

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და წევრებთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ირანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები გიორგი მოსიძე და გიორგი ხატიძე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ირანს შორის არსებული, მჭიდრო ისტორიულ ურთიერთობები მიმოიხილეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანებს შორის არსებული, ორმხრივი კავშირები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

 

„სპარსეთის ყურესთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები საკმაოდ აქტიურია და მნიშვნელოვანია, რომ ის კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

შეხვედრის დასასრულს, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ირანში მიიწვია, რაზეც სოფიო ქაცარავამ მზაობა გამოხატა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner