logo_geo
eng_logo
რუსეთს აშშ-მ და კანადამ სანქციები დაუწესეს
- +

16 მარტი. 2019. 02:11

 

 

ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. ამჯერად, სასანქციო შეზღუდვები ეხება რუსეთის ექვს მოქალაქესა და რვა კომპანიას. ამერიკის სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიას უკავშირდება.

 

„დღევანდელი ნაბიჯი მიმართულია ცალკეული პირებისა და სუბიექტებისადმი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმებში, უკრაინის სამხედრო-საზღვაო გემებზე ქერჩის ყურეში, ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში უკანონო არჩევნების მხარდაჭერაში. ეს ქმედებები შეავსებს იმ სანქციებს, რომლებიც დღეს უნდა დააწესონ ევროკავშირმა და კანადამ და ხაზს უსვამს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ძალასა და ერთგულებას მომავალში რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედებების აღსაკვეთად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

სასანქციო ზომების მიხედვით, გარკვეული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონება და საკუთრება იბლოკება, ხოლო აღნიშნულ პირებთან, ვისაც სანქციები შეეხო, ამერიკელებს, რაიმე სახის ოპერაციების განხორციელება ეკრძალებათ.

 

ცნობილი გახდა ასევე, რომ კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 114 მოქალაქესა და 15 რუსულ კომპანიას, რომელიც ქერჩის ყურეში გასულ წელს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner