ჟურნალისტი და ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ხურვალეთთან ღამის გათენებას აპირებენ და აქვე აანონსებს ხვალინდელ სამოქმედო გეგმას - მედიასთან ერთად აპირებს სოფელში შესვლას.
„ხურვალეთში, პოლიციის საგუშაგოსთან ვათევთ ღამეს ჩვენი ჯგუფი და მოქალაქეები, რომლებიც თვით ორგანიზებით ჩამოვიდნენ. აქ არიან ჟურნალისტებიც. დილით მედიასთან ერთად შევდივართ იმ ტერიტორიაზე, სადაც გუშინ რუსი ოკუპანტების ქვეითი პატრული გამოჩნდა (დიახ, გამოჩნდა)", - წერს ბერულავა.