logo_geo
eng_logo
თბილისში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- +

16 მარტი. 2019. 10:47

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა და 2 პირი დააკავა. როგორც შსს აცხადებს,  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1992 წელს დაბადებული ი.ც. და 1987 წელს დაბადებული გ.ს., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

„ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისში, სანერგეს I ჩიხის ტერიტორიაზე, მოქალაქის ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ორივე მათგანი ადგილზე დააკავა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაკავებულებმა გამოკითხვისას მათ მიერ თბილისში ჩადენილი ქურდობის კიდევ რამდენი ფაქტი აღიარეს, მათ შორის ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინის გაქურდვის“, - აცხადებენ შსს-ში.

 

მათივე განცხადებით, პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner