logo_geo
eng_logo
ჯაბა სამუშია 25 თებერვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
- +

25 თებერვალი. 2016. 16:45


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თემქის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი  ჯაბა სამუშია ნუნუ ავაგუმაშვილის კერძო საშუალო სკოლას ეწვია და დაწყებითი კლასის მოსწავლეების მიერ  25 თებერვლისადმი მიძღვნილ წარმოდგენას დაესწრო.


ღონისძიებაზე ბავშვებმა სამშობლოს დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის დაღუპული ქალბატონის მარო მაყაშვილის გმირობის შესახებ ისაუბრეს და მისი წერილები წაიკითხეს.


დღესვე სკოლაში ჯაბა სამუშიას პროექტის -  „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" და ჟურნალის „ისტორიანი"  პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც დეპუტატმა  გამომცემლობასთან  „პალიტრა L" ერთად განახორციელა.


ღონისძიების დასასრულს,  დეპუტატმა 1921 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენები განიხილა და მოსწავლეებს აღნიშნულ პერიდში მიმდინარე ისტორიულ პროცესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.



„შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი იყო. ვფიქრობ, მოსწავლეებთან  მსგავს ისტორიულ ფაქტებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, როდესაც დაწყებითი კლასების მოსწავლეები მსგავს ღონისძიებებს ატარებენ და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის შეწირულ გმირებს იხსენებენ", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner