logo_geo
eng_logo
მთავრობა სვანური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს
- +

16 მარტი. 2019. 14:33

 

მთავრობა სვანური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს. კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

 

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 500 000 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დაბა მესტიის ლაღამის უბანში იგეგმება 1 ეკლესიის, 11 სვანური კოშკისა და 36 ფონური საცხოვრებელი სახლის; ხოლო უშგულის თემში - 20 სვანური კოშკის რეაბილიტაცია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner