ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად, ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.