აფხაზეთიდან გადმოსვენებულები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვენებულთა ცხედრები ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდზე გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საქართველოს პრეზიდენტმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს.
შეგახსენებთ, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა.