logo_geo
eng_logo
ბექა სივსივაძე: 2011 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დასჯა სცადეს!
- +

25 მაისი. 2016. 20:12



ჟურნალისტი ბექა სივსივაძე სოციალურ ქსელში 2011 წლის 26 მაისს იხსენებს:


„2011 წლის 26 მაისი

 

იმ ღამეს საქართველოს დამოუკიდებლობის დასჯა სცადეს!

 

იმ ღამეს სურვილი ჰქონდათ თავისუფლება, თავისუფალი სიტყვა და თავისუფლების მოყვარული ერი დაესაჯათ!

 

ამიტომაც მოინდომეს ასე გავეშებით ღირსეული წინაპრების, ქართული გენის მატარებელი მამულიშვილების დასისხლიანება!

 

მანქურთებმა იმ ღამეს ის სისხლი დაღვარეს, რომელიც თავად არ აქვთ, არც ჰქონიათ და ვერც ექნებათ! დიახ, ის სისხლი რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდათ და დღესაც აშინებთ!

 

ეს კი შეგნებულად 26 მაისის ღამეს მოიმოქმედეს, რადგან საქართველოს შვილებს დამოუკიდებლობის წინ ეგლოვათ! დიახ, ზოგიერთი მანქურთი დღესაც სადისტური ღიმილით უყურებს დამოუკიდებლობის წინა დღეებში მამულიშვილთა მგლოვიარე სახეებს და სიამოვნებას ჰგვრის ის აზრი, რომ დამოუკიდებლობა ჩაგვაშხამა!

 

ეს არის მტრობა და მტერია ყველა, ვისაც უნდა საქართველოს დამოუკიდებლობის სიხარული გლოვას დაამსგავსოს! მტერია ყველა, ვისაც უნდა თავისუფლება ტანჯვას დაამსგავსოს! მტერია ყველა, ვისაც სურს გამარჯვება დამარცხებად წარმოაჩინოს!

 

ისინი დაუნდობლად გვებრძოდნენ, რადგან არ შევეთქვიფეთ მომხდურ მტერს და იმპერიათა ჭიდილში საკუთარი თვითმყოფადობა შევინარჩუნეთ! იმათმა ისიც იცოდნენ, რომ მტერთან ბრძოლამ იმდენად გამოგვაწრთო მხოლოდ უქმად ყოფნით თუ დაგვამარცხებდნენ! ამიტომაც გვიტევდნენ ფიზიკურად და ამასთან ერთად სოციალური მიმართულებით! ცდილობდნენ მივეყვანეთ ფსიქოლოგიურ სასოწარკვეთილებამდე და ტვინთა გამოსათაყვანებლად გახნილიც აქვთ საინფორმაციო ფრონტი, სადაც ერთადერთ მოთხოვნას გვიყენებენ დავაკანონოთ სოდომ-გომორი და დავნებდეთ!!!

 

ამიტომაც არის, რომ ყოველი თავისუფალი ნების გამოხატვისას ცდილობენ დაგვსაჯონ! ამიტომაც სურდათ, რომ ყოველი დამოუკიდებლობის სურვილის გამოვლინება ჩაახშოთ და ის სისხლთან და ცრემლთან ყოფილიყო ასოცირებული!

 

ამიტომაც დაუპირისპირდნენ ყველას, ვინც მორჩილება არ გამოუცხადა უცხოტომელებს! აი, ეს მოხდა და ამას ეცადნენ 26 მაისს!

 

2016 წელი. დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება!

 

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ აგვხდენოდეს ოცნება და გვეცხოვროს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოში", - წერს ბექა სივსივაძე.


 

(ფოტოზე - ჟურნალისტები, გიორგი მამაცაშვილი და ბექა სივსივაძე)


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner