logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დასახელდა
- +

16 მარტი. 2019. 17:02

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს შორის დასახელდა. ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა სიაში ყოველწლიურად ის ლიდერები ხვდებიან, რომლებიც ცვლილებების განხორციელების უნარით არიან დაჯილდოებულნი და რომლებსაც მსოფლიოში მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა, ხედვა და პოტენციალი აქვთ.

 

ორგანიზაცია მამუკა ბახტაძეს ლიბერალური რეფორმების გამტარებლად მოიხსენიებს და წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანდეს.

 

„ყველა მათგანი არღვევს საზღვრებს უშუალოდ მათ სფეროში და ასევე სხვა მიმართულებით. დიდი მოლოდინი გვაქვს მათ მიმართ და ვიცით, რომ მათ გააჩნიათ ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი მომავლისთვის საჭირო ახალი ლიდერული ხედვა და ქცევის მოდელი შექმნან“, - აღნიშნულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner