logo_geo
eng_logo
მეხანძრე-მაშველი ლევან ოღაძე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, დღეს დაკრძალეს
- +

16 მარტი. 2019. 17:24

 

მეხანძრე-მაშველი ლევან ოღაძე, რომელიც 21 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მშობლიურ სოფელში დღეს დაკრძალეს.

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, პატივის მისაგებად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ.

 

საპატიო ყარაულის ჩოხოსნებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა გარდაცვლილი ლევან ოღაძის ოჯახის წევრებს გადასცეს. საპატიო ყარაულმა მეხანძრე-მაშველის ხსოვნას საგანგებო ზალპით პატივი მიაგო.

 

ლევან ოღაძე 34 წლის იყო. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე- მაშველის ლევან ოღაძის ოჯახსა და ახლობლებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner