logo_geo
eng_logo
ექიმის ინფორმაციით, ორთაჭალაში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - გარდაცვლილია 2
- +

16 მარტი. 2019. 19:20

 

ორთაჭალაში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ის ინგოროყვას კლინიკაში რჩება.

 

ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თეონა ხუჭუას განცხადებით, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

 

„პაციენტი შემოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. შემოყვანისას მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. კვლევებით დიაგნოსტირდა ქალატვინის მძიმე ტრავმა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ტრავმული შოკი. პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესი სიმძიმის. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა თეონა ხუჭუამ.

 

თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა დღეს გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი,  „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

მესამე დაშავებული ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner