logo_geo
eng_logo
შეგონებები ელეონორა რუზველტისაგან
- +

16 მარტი. 2019. 21:02

 

დიადი გონების ადამიანები იდეებზე მსჯელობენ, საშუალო გონების ადამიანები – მოვლენებზე, მცირე გონების ადამიანები კი – ჭორაობენ სხვა ადამიანებზე.

 

ბავშვები მაშინ უფრო ყურადღებით გისმენენ, როდესაც მათ არ ელაპარაკები.

 

ვერავინ გაიძულებთ იგრძნოთ თავი არასრულფასოვნად, თქვენი თანხმობის გარეშე.

 

მე ვფიქრობ, რომ, თუ დედა ახალშობილისთვის ფერიას საუკეთესო ძღვენს სთხოვს, ეს საჩუქარი ცნობისმოყვარეობა იქნება.

 

ცხოვრება ადვილად პროგნოზირებადი რომ ყოფილიყო, ცხოვრება აღარც იქნებოდა და თავის ხიბლსაც დაკარგავდა.

ქალი ჩაის პაკეტივით არის: ვერასდროს გაიგებ, რამდენად ძლიერია ის, სანამ მდუღარე წყალში არ აღმოჩნდება.

 

აკეთე ის, რაც გსურს, რადგან რაც არ უნდა გააკეთო, მაინც გაგაკრიტიკებენ. გაგკიცხავენ, თუ შენ ამას გააკეთებ და გაგკიცხავენ მაშინაც, თუ შენ ამას არ გააკეთებ.

 

თუ თქვენ ძლიერი ინტერესი გამოძრავებთ ერთი რამის მიმართ, ის აუცილებლად მიგიყვანთ მეორე რამესთან.

 

ის ვინც ფულს კარგავს – ბევრს კარგავს; ვინც მეგობარს კარგავს – გაცილებით მეტს კარგავს; ხოლო ის, ვინც რწმენას კარგავს – ყველაფერს კარგავს.

 

როდესაც თქვენი შვილები გაიზრდებიან და საკუთარი შვილები ეყოლებათ, მათი პრობლემა უკვე აღარ იქნება თქვენი პრობლემა. რაც ნაკლებად ჩაერევით – მით უკეთესი იქნება.

 

ძალიან ბევრი ადამიანი რჩება მარტო იმის გამო, რომ ეშინია არ აწყენინონ. ჩვენ გვეშინია გამოვიჩინოთ მზრუნველობა ადამიანების მიმართ, რადგან გვეშინია, რომ სხვები არ გამოიჩენენ მზრუნველობას ჩვენ მიმართ.

 

ხასიათის ფორმირება ბავშვობაში იწყება და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.

 

მუდამ გახსოვდეს, რომ შენ არ გაქვს უფლება იყო პიროვნება. შენ ამის ვალდებულება გაგაჩნია.

 

„გუშინ“ – ეს არის ისტორია, „ხვალ“ – საიდუმლო, ხოლო „დღეს“ – ბედის საჩუქარი.

 

საკუთარ თავს რომ შეეწყო, გამოიყენე გონება; ხოლო სხვებს რომ შეეწყო – გული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner