აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული აკაკი მანაგაძის ცხედარი ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
აფხაზეთის ომში დაღუპულს პატივი ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვარაზ გაბედავამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიაგეს. ხეთაში იმყოფებოდა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის საპატიო ყარაული.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვენებულთა ცხედრები ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული.
უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა.
იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა.