ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს გაიმართა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი გუშინ დააკავა. ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს 5 თვეა „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში გადიოდა, რამდენიმე პირს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.