logo_geo
eng_logo
ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
- +

16 მარტი. 2019. 21:51

 

 

ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს გაიმართა.

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი გუშინ დააკავა. ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს 5 თვეა „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში გადიოდა, რამდენიმე პირს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner