logo_geo
eng_logo
ირაკლი კვარაცხელიას სენაკში იოანე ნათლისმცემელის ტაძარში დაასვენებენ
- +

17 მარტი. 2019. 12:00

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას საკუთარი სახლიდან იოანე ნათლისმცემლის ტაძარში ეკლესიაში გადაასვენებენ.

 

ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში, დედის გვერდით დაკრძალავენ. ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წინა დღეს ის დააკავეს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. თუმცა, გარდაცვლილის ნათესავებს გავრცელებული ვერსიის არ სჯერათ. ისინი არც კვარაცხელიას ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner