გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი დაკავებულია - ამის შესახებ ინფორმაციას „კვირა" ავრცელებს. სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა. მინისტრის განცხადებით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ მასაც აცნობეს, თუმცა ამ დროისთვის ინფორმაციის სისწორე მოწმდება.
„შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ინფორმაცია ახლოსაა სიმართლესთან. ჩვენ ვიცით, რომ ეს პირი დაკავებულია, მაგრამ მე ადგილზე არ ვყოფილვარ. რამდენად ასპროცენტიანია ეს ცნობა, ამის პირობას ვერ დავდებ. აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებული, ბრალი ედება წინასწარ განზრახულ მკვლელობაში. ეს ინფორმაცია სანდრო წყაროდან მაქვს, მაგრამ უნდა გადამოწმდეს", - განუცხადა „კვირას" ზაქარეიშვილმა.