logo_geo
eng_logo
დღეიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ამოქმედდა
- +

17 მარტი. 2019. 21:52

 

დღეიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ამოქმედდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, რითაც ცვლილება პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის ბრძანებულებაში შევიდა.

 

დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციაში რვა პირველადი სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბდა: პროტოკოლის სამსახური; მედიაცენტრი; საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი; იურიდიული სამსახური; დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური; მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კორესპონდენციის მართვის სამსახური; საფინანსო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.

 

პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგინდა აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner