საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიშა ფეიქრიშვილმა „ტვ1“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დიდ დიღომში ხანძრის გავრცელების საფრხე არ არსებობს.
„ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია დაახლოებით 1800 კვ მეტრი ფართობი. ძლიერმა ქარმა გაართულა ცეცხლის ჩაქრობის პროცესი. ამ წუთებში ცეცხლის კერები რჩება შიდა ტერიტორიაზე. ხანძრის გავრცელების საფთხე არ არსებობს“, - განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.