logo_geo
eng_logo
ადგილობრივის ცნობით დიდ დიღომში ხანძარს აფეთქების ხმა უძღოდა
- +

18 მარტი. 2019. 02:28

 

 

დიდ დიღომში ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 23 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. როგორც „ტვ1“-ის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა ხანძარამდე იყო აფეთქების ხმა.

 

„აფეთქების ხმა იყო და გაჩნდა დიდი ალი უცბად. დავურეკეთ 112-ს და მოვიდნენ. აქვე ვიყავით მე და ჩემი მეგობარი. ძალიან დიდი ხმა იყო. ტექნოლუქსი არისო ეგრე გვითხრეს ჩვენ. თავიდან იყო ვარაუდი, რომ ელექტრო სადენები ყოფილა ახლართული და მაგის გამო მოხდა ეს. ბიძგებიც იყო, ჩვენ გვეგონა კორპუსი ჩამოინგრა“, - განცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ტვ1“-ის პირდაპირ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner