დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ზურაბ მჭედლიძე გამოიყვანეს, რომელიც კლინიკა „ვივა მედი“-ში გადაიყვანეს. როგორც დაშავებულის მკურნალმა ექიმმა „ტვ1“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურად მძიმეა.
„ამ დროისთვის დაშავებული ზურაბ მჭდლიძის ჯანმრთლობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს არის დაუზუსტებელი აირების ტოქსიური ეფექტი. საწყობში ყოფნის დროს შეისუნთქა აირები. რის ფონზეც იყო აჟიტირებული. გარეგანი დამწვრობა არ აღენიშნება. დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს. ტრავმატოლოგი გასინჯავს და თუ საჭირო იქნება ოპერაციასაც გაუკეთებენ“, - განაცხადა ექიმმა „ტვ1“-ის პირდაპირ ეთერში.