logo_geo
eng_logo
ექიმი: დიდ დიღომში ხანძრის დროს დაშავებულ მამაკაცს აღენიშნება დაუზუსტებელი აირებით ინტოქსიკაცია და დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა
- +

18 მარტი. 2019. 02:29

 

 

დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ზურაბ მჭედლიძე გამოიყვანეს, რომელიც კლინიკა „ვივა მედი“-ში გადაიყვანეს. როგორც დაშავებულის მკურნალმა ექიმმა „ტვ1“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურად მძიმეა.

 

 „ამ დროისთვის დაშავებული ზურაბ მჭდლიძის ჯანმრთლობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს არის დაუზუსტებელი აირების ტოქსიური ეფექტი. საწყობში ყოფნის დროს შეისუნთქა აირები. რის ფონზეც იყო აჟიტირებული. გარეგანი დამწვრობა არ აღენიშნება. დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს.  ტრავმატოლოგი გასინჯავს და თუ საჭირო იქნება ოპერაციასაც გაუკეთებენ“, - განაცხადა ექიმმა „ტვ1“-ის პირდაპირ ეთერში. 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner