„ქართუ ჯგუფი" „ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს...
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჟურნალისტებს ქობულეთში 9 ჰექტარი მიწის ის ნაკვეთი დაათვალიერებინა, რომელიც 2006 წელს „ქართუ" ჯგუფის მფლობელობაში მყოფმა კომპანია „აკვაცენტრმა" შეიძინა. „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებით „ქართუ" ხელშეკრულებით აღებულ იმ პირობას არ ასრულებს, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი კომპლექსი უნდა აშენდეს.
გიორგი უძილაურის განმარტებით ხელშეკრულებაში კონკრეტული ვადა გაწერილი არ არის, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი გამწვანების სამუშაოები წლებია მიმდინარეობს და 2006 წლიდან დღემდე 50 ათასზე მეტი ხე დაირგო.
უძიალურის თქმით, „დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება."