logo_geo
eng_logo
ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
- +

18 მარტი. 2019. 12:52

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე და უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის დროს პროცედურებსა და კითხვების დასმასთან დაკავშირებული კამათი და ერთმანეთისთვის შენიშვნების მიცემა, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

ოთარ კახიძემ ირაკლი ბერაიას ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. დეპუტატებმა ჩხუბი მანდატურების ჩარევის შედეგად შეწყვიტეს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner