logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: თუ კახიძისთვის კორექტულობისკენ მოწოდება შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია
- +

18 მარტი. 2019. 13:25

 

„მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება თუ შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ბერაიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც ბერაიამ აღნიშნა, მან „ევროპელი საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძეს კორექტულობისკენ მოუწოდა, რასაც კახიძის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

 

„დამრჩა განცდა, რომ ოთო კახიძეს უნდოდა კომიტეტიდან წასვლა და ასეთი „კრეატიული“ საშუალება მოიფიქრა. მე ვსაუბრობდი, მინდოდა შეკითხვის დასმა, რისი საშუალებაც მან არ მომცა. მივუთითე კორექტულობისკენ, რამაც ინციდენტი გამოიწვია. მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება თუ შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია“, - გაბაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

რაც შეეხება იმას, რომ ოთარ კახიძემ საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა, ბერაიას თქმით, კახიძე „კარგად მოქცეულა“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner