logo_geo
eng_logo
აჩი ფურცელაძე გიგა კობალაძეს: სანამ „დაარტყავთ“ რაღაც ტექსტს, უნდა დაფიქრდეთ, ვისთან გაქვთ ურთიერთობა
- +

18 მარტი. 2019. 15:14

 

„გამიხარდა, რომ ორი კვირის განმავლობაში ძალზე პოპულარული გიგა კობალაძე როგორც იქნა გავიცანი“, - ამის შესახებ მომღერალმა აჩი ფურცელაძემ გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა.

 

ფურცელაძემ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ კამპანია „არა ინტელექტის ოკუპაციას“ პოლიტიკასა და მუსიკას ერთმანეთში ურევს.

 

„ფრაზა - „არა ოკუპაციას“ შესისხლხორცებული გვაქვს და მეც ვეთანხმები იდეას, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ პოლიტიკა და მუსიკა ერთმანეთში არ უნდა აირიოს. ეს ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკა და მუსიკა არეულია. მე ვარ ქართველი და ამას ჩემი დოკუმენტებიც ამტკიცებს და, გიგა, სანამ „დაარტყავთ“ რაღაც ტექსტს და იაფფასიანი პროკლამაციებით გამოხვალთ, მანამდე უნდა დაფიქრდეთ, ვისთან გაქვთ ურთიერთობა“, - განაცხადა აჩი ფურცელაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner