logo_geo
eng_logo
აჩი ფურცელაძე: მაგალითი, რომელიც ამტკიცებს, რომ საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაში გამჭვირვალობაზე არის დიდი კითხვის ნიშანი
- +

18 მარტი. 2019. 15:22

 

„ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც ჩემთვის ამტკიცებს იმას, რომ საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაში გამჭვირვალობაზე არის დიდი კითხვის ნიშანი“, - ამის შესახებ მომღერალმა აჩი ფურცელაძემ გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა.

 

„ორი წელია, რაც დავბრუნდი მოსკოვიდან. როცა ჩამოვედი საქართველოში, ძალიან გამახარა ინფორმაციამ, რომელიც sms-ის სახით მომივიდა ტელეფონზე, რომ მე საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციიდან დამერიცხა N რაოდენობის ლარი, რამაც ძალიან გამაკვირვა. თანხა უკვე დარიცხული იყო ანგარიშზე. მივედი ფულის ასაღებად, მოვაწერე ხელი შესაბამის დოკუმენტს... თუ ჩემი კატალოგი არ არსებობს ამ ორგანიზაციაში და როგორც ამიხსნეს, სადღაც მოკრეს ყური აჩი ფურცელაძის სიმღერას, იმის მიხედვით დაითვალეს, მაინტერესებს, ვინ დაითვალა, როგორ დაითვალა, სად მოხდა ამის დათვლა?! რატომ მეკუთვნის წელიწადის განმავლობაში ამდენი და მერე რატომ აღარ ვიღებ არაფერს? მაშინ, გამოდის, რომ ეს უკვე არ არის კანონთან ახლოს“, - განაცხადა აჩი ფურცელაძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner