„ეს არ გახლავთ რიგითი საქმე, საკმაოდ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებია ამ საქმეზე ჩასატარებელი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, ჟურნალისტებს „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში მოვისმინეთ შეფასებები, თითქოს გამოძიება გაჭიანურებულია. ეს არ გახლავთ რიგითი საქმე, საკმაოდ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებია ამ საქმეზე ჩასატარებელი. არაერთხელ ვთქვით, რომ ამოღებულია შესაბამისი კომპიუტერები და დაცული ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს. როგორც კი გვექნება კონკრეტული შედეგები, გვექნება ექსპერტიზის პასუხები, საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კითხვაზე - არიან თუ არა აღნიშნულ საქმეზე დაკითხულები, შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გამოკითხვაც და სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარებულია.