logo_geo
eng_logo
აჩი ფურცელაძე გიგა კობალაძეს: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ასეთი შეგრძნება მაქვს თქვენდამი
- +

18 მარტი. 2019. 16:06

 

 

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ასეთი შეგრძნება მაქვს თქვენდამი“, - ასე მიმართა მომღერალმა აჩი ფურცელაძემ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძეს „იმედის დღის“ ეთერში.

 

„ვფიქრობ, თქვენ ხართ ძალიან ცუდი მენეჯერი და რომ არა ჩემი კოლეგები, თქვენ იქნებოდით უმუშევარი! მე დაგიქირავეთ თქვენ, რათა ჩემი უფლებები მართოთ, შესაბამისად, ამ მომსახურებაში თქვენ იღებთ პროცენტებს და რას და როგორ აკეთებთ და რამდენად გამჭვირვალეა ეს ყველაფერი, გიგა, მე და შენ ეს კარგად ვიცით.

 

მიუხედავად იმისა, რომ შენ ჩემთან პირადად, კონფლიქტი ვერ გექნება, მე მაქვს პრეტენზია შენთან დაკავშირებით, რადგან ჩემი სახელი და გვარი არის გამოჭენებული, როგორც მტრის და რუსეთის აგენტის და ცოტა ამოვიდა ყელში ეს უაზრო დემაგოგია და ყველგან რუსეთის ჩართვა, არ გვინდა მუსიკაში ამის კეთება. მე 63-ე და 66-ე მუხლების თანახმად მაქვს უფლება, რომ გავაკეთო ორგანიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ, სანამ თქვენ დადიხართ და ძალიან ცუდ საქმეს აკეთებთ იმითი, რომ მუსიკოსების ერთმანეთზე გადაკიდებას ცდილობთ. თქვენს რეკლამაში, სადაც ცნობილი ადამიანები და მუსიკოსები გამოდიან და ამბობენ - „არა ინტელექტის ოკუპაციას“, მერწმუნეთ, რამდენიმემ საერთოდ არ იცოდა, რაზე ამბობდა ამას“, - განაცხადა აჩი ფურცელაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner