„გიგა, თვის ბოლოს შენ დაკარგავ სამსახურს, რადგან ვფიქრობ, რომ შენ ხარ ძალიან ცუდი მენეჯერი და შენი კომპანია ვერ გაიმარჯვებს. ჩემი ორგანიზაცია არის ძლიერი და მე ამას დავამტკიცებ კანონით“, - ასე მიმართა მომღერალმა აჩი ფურცელაძემ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძეს „იმედის დღის“ ეთერში.
„მე რომ მაბრალებ რაღაც-რაღაცებს, „РАО“-სთან 6 წელი შენ თვითონ გქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, რომელიც მათ თავად გაწყვიტეს, რადგან ვერ გაიგეს, არამიზნობრივად ფული სად წაიღე!“ - მიმართა აჩი ფურცელაძემ გიგა კობალაძეს.