11 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ა-ს, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, გაზის ავზში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 1139 ცალი მაჯის საათი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17 199 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.