logo_geo
eng_logo
საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხზე საფრანგეთის ელჩმა კომენტარი გააკეთა
- +

18 მარტი. 2019. 20:24

 

„საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა ფაქტი, რომ თავშესაფრის მოთხოვნა ადამიანებისგან, რომლებიც რეალურად ქვეყანაში დევნილები არ არიან, საქართველოს სახელსა და იმიჯს ვნებს და საბოლოო ჯამში, შეიძლება, ავნოს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან“,  - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ფრანგ დიპლომატს ჟურნალისტებმა საქართველოს მოქალაქეების მიერ, თავშესაფრის მოთხოვნის საკითხზე დაუსვეს შეკითხვა.

 

„როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საფრანგეთი, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნები – გერმანია და შვედეთი არ მისცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან საქართველო აღიარებულია სანდო ქვეყნად. მსურს, ეს მესიჯი გაიმეოროს ყველამ, რომ კარგად იყოს გაგებული“, - განაცხადა ელჩმა, რომლის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

 

ანალოგიურ საკითხზე საგარეო უწყებამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს და აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ: „ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განცხადება არ კმაყოფილდება, მათ უარს ეუბნებიან სტატუსის მინიჭებაზე, რადგან საქართველო ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების მხრიდან მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner