სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელი დიციდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გათავისუფლებულია.
გივი ბერუაშვილი 17 მარტს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.